აირჩიე შენთვის საუკეთესო

შენ ყველაზე უკეთესად იცი რა გჭირდება, ხოლო ჩვენი ხელსაწყოები და სერვისები დაგეხმარება, რათა შენს იდეას ფრთები შეასხას.

დაარეგისტრირე

ხშირად დასმული კითხვები

რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი?

ვებგვერდზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს როგორც .GE სივრცის ყველა სახის დომენის რეგისტრაცია: .ge, .com.ge, .net.ge, .org.ge, .edu.ge, .school.ge, .pvt.ge; ასევე საერთაშორისო დომენები როგორიც არის: .com , .net , .info , .org , .name და სხვა ...

რამდენ ხანში გააქტიურდება შეძენილი დომენი?

დომენის რეგისტრაცია და აქტივაცია ხდება მომენტალურად, რეგისტრაციის დასრულებისთანავე.

რა ღირს დომენის ტრანსფერი?

დომენის ტრანსფერი კავაკსუს ონლაინიდან უფასოა, ტრანსფერის პროცედურისას იხდით დომენის გახანგრძლივების მინიმუმ 1 წლის საფასურს, რითაც დომენს ახანგრძლივებთ დამატებით 1 წლის ვადით, ასევე იმ შემთხვევაში თუ ძველ რეგისტრატორთან დარჩენილი გაქვთ დომენის გათიშვამდე ვადები, ეს ვადა ავტომატურად დაემატება ტრანსფერის პროცედურის დასრულების შემდეგ გადახდილ ვადას.

რას ნიშნავს ველი NS?

დომენის რეგისტრაციისათვის აუცილებელია მინიმუმ ორი სერვერის (primary and secondary DNS) არსებობა. ამ ველში უნდა მიუთითოთ ის სერვერები, რომლებიც უზრუნველყოფენ დომენის ფუნქციონირებას.