ხშირად დასმული კითხვები

დომენის რეგისტრაცია

რა სიმბოლოების გამოყენება შეიძლება დომენის შერჩევისას?+

(i) დომენური სახელი შესაძლოა შეიცავდეს ციფრებს (0-9), დეფისებს, ლათინურ ასოებს ან/და მათ კომბინაციას;

(ii) დიდი და პატარა ასო დომენურ სახელში არ განსხვავდება ერთმანეთისგან;

(iii)დომენურ სახელი არ უნდა იწყებოდეს ან ბოლოვდებოდეს დეფისით;

(iv) დომენური სახელის მინიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 2 (ორი), ხოლო მაქსიმალური - 63 (სამოცდასამი).

დომენის ტრანსფერი

რა არის დომენის ტრანსფერი?+

დომენის ტრანსფერი გულისხმობს დომენის გადმოტანას ერთი რეგისტრატორიდან, მეორე რეგისტრატორის ანგარიშზე.

როგორ განვახორციელო დომენის ტრანსფერი ?+

(I)დააგენერირეთ ტრანსფერის კოდი;
(II) დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია  ge.domains -ზე;
(III) ტრანსფერის გვერდზე შეიყვანეთ გადმოსატანი დომენის დასახელება და ტრანსფერის კოდი;
(IV) გადაიხადეთ დომენის საფასური;
(V)  დომენის ტრანსფერის პროცესი დასრულდება ავტომატურ რეჟიმში.

როგორ გავასხვისო დომენი?+

დომენის გასხვისების პროცედურა მოიცავს ტრანსფერის პროცედურას, დააგენერირეთ ტრანსფერის კოდი, გაუგზავნეთ მას ვისაც უფორმებთ დომენს, ტრანსფერის მოთხოვნის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელ-ფოსტაზე დადასტურების შეტყობინებას, რის შემდეგაც მოხდება დომენის ტრანსფერი.

რა არის შიდა ტრანსფერი ?+

შიდა ტრანსფერი გულისხმობს  .ge domains-ის სხვა მომხმარებლისთვის დომენის გადაცემას.

რა ღირს შიდა ტრანსფერი ?+

შიდა ტრანსფერი უფასოა.