ხშირად დასმული კითხვები

დომენის რეგისტრაცია 

რა სახის  დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი?

ვებგვერდზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს .GE სივრცის ყველა სახის დომენის რეგისტრაცია: .ge, .com.ge, .net.ge, .org.ge, .edu.ge, .school.ge, .pvt.ge;

ზოგადი დომენის ქვეშ შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ შემდეგი ქვემოთ ჩამოთვლილი დაბოლოების მქონე დომენური სახელი, რომელიც აკმაყოფილებს  შემდეგ პირობებს:
(I) .com.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს  ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელზე;
(II) .edu.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელზე;
(III) .org.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციების სახელზე;
(IV) .net.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთან;
(V) .pvt.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ კერძო პირების სახელზე.
(VI) .school.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელზე;

.edu.ge, .school.ge  და .net.ge დაბოლოების  რეგისტრანტმა, 7 დღის ვადაში,  უნდა ატვირთოს  შესაბამისი დაბოლოების ზოგადი დომენური სახელისთვის დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამადასტურებელი (PDF) დოკუმენტი , წინააღმდეგ შემთხვევაში დომენი გაუქმდება.

რა სიმბოლოების გამოყენება შეიძლება დომენის შერჩევისას?

(i) დომენური სახელი შესაძლოა შეიცავდეს ციფრებს (0-9), დეფისებს, ლათინურ ასოებს ან/და მათ კომბინაციას;

(ii) დიდი და პატარა ასო დომენურ სახელში არ განსხვავდება ერთმანეთისგან;

(iii)დომენურ სახელი არ უნდა იწყებოდეს ან ბოლოვდებოდეს დეფისით;

(iv) დომენური სახელის მინიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 2 (ორი), ხოლო მაქსიმალური - 63 (სამოცდასამი).

რამდენ ხანში გააქტიურდება შეძენილი დომენი?

დომენის რეგისტრაცია და აქტივაცია ხდება მომენტალურად, რეგისტრაციის დასრულებისთანავე.

დომენის ტრანსფერი

რა არის დომენის ტრანსფერი?

დომენის ტრანსფერი გულისხმობს დომენის გადმოტანას ერთი რეგისტრატორიდან, მეორე რეგისტრატორის ანგარიშზე.

როგორ განვახორციელო  დომენის  ტრანსფერი ?

(I)დააგენერირეთ ტრანსფერის კოდი;
(II) დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია  ge.domains -ზე;
(III) ტრანსფერის გვერდზე შეიყვანეთ გადმოსატანი დომენის დასახელება და ტრანსფერის კოდი;
(IV) გადაიხადეთ დომენის საფასური;
(V)  დომენის ტრანსფერის პროცესი დასრულდება ავტომატურ რეჟიმში.

რა ღირს დომენის ტრანსფერი?

დომენის ტრანსფერი კავაკსუს ონლაინიდან უფასოა, ტრანსფერის პროცედურისას იხდით დომენის გახანგრძლივების მინიმუმ 1 წლის საფასურს, რითაც დომენს ახანგრძლივებთ დამატებით 1 წლის ვადით, ასევე იმ შემთხვევაში თუ ძველ რეგისტრატორთან დარჩენილი გაქვთ დომენის გათიშვამდე ვადები, ეს ვადა ავტომატურად დაემატება ტრანსფერის პროცედურის დასრულების შემდეგ გადახდილ ვადას.

როგორ გავასხვისო დომენი?

დომენის გასხვისების პროცედურა მოიცავს ტრანსფერის პროცედურას, დააგენერირეთ ტრანსფერის კოდი, გაუგზავნეთ მას ვისაც უფორმებთ დომენს, ტრანსფერის მოთხოვნის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელ-ფოსტაზე დადასტურების შეტყობინებას, რის შემდეგაც მოხდება დომენის ტრანსფერი.

რა არის შიდა ტრანსფერი ? 

შიდა ტრანსფერი გულისხმობს  .ge domains-ის სხვა მომხმარებლისთვის დომენის გადაცემას.

რა ღირს შიდა ტრანსფერი ? 

შიდა ტრანსფერი უფასოა.

 

NS

რას ნიშნავს ონლაინ შეკვეთის ფორმაში ველი NS?

დომენის რეგისტრაციისათვის აუცილებელია მინიმუმ ორი სერვერის (primary and secondary DNS) არსებობა. ამ ველში უნდა მიუთითოთ ის სერვერები, რომლებიც უზრუნველყოფენ დომენის ფუნქციონირებას.